25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
სასამართლო იყო უცხოური გავლენის აგენტების ხელში, 2012 წლიდან რადიკალურად შეიცვალა ვითარება, საბჭოური ტიპის პროპაგანდა მიუღებელია - პრემიერი

სასამართლო იყო უცხოური გავლენის აგენტების ხელში, 2012 წლიდან რადიკალურად შეიცვალა ვითარება, საბჭოური ტიპის პროპაგანდა მიუღებელია, საზოგადოება ამას სიმართლით უნდა დაუპირისპირდეს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საბჭოური ტიპის პროპაგანდა, რომელიც სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ხორციელდება, მიუღებელია.

"არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. გახსოვთ, მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, მას მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმეს ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში. ამ ფაქტიდან ჩანს, რომ ვიღაცების გადმოსახედიდან, გარკვეული პრივილეგიები, ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ეს უნდა აღიკვეთოს. საბჭოური ტიპის კამპანია, რომელსაც აწარმოებენ უცხოური გავლების აგენტები, რაც სამწუხაროა. გახსოვთ, სტიგმატიზაცია ხდებოდა წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის, მოსამართლეების. ტერმინი მოიფიქრეს "კლანი." ეს არის საბჭოური ტიპის პროპაგანდა, რასაც სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში. საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს სიმართლით. სიმართლე არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ, სასამართლო სისტემაში რადიკალურად შეიცვალა ვითარება, როცა სასამართლო სისტემა იყო უცხოური გავლენის აგენტების ხელში, მაშინ ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა, როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთი-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი. დღეს ეს ადამიანები აწარმოებენ კამპანიას იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები