25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადებიდან 85 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს თბილისში დაიბადა. 33 წლის წინ 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე მისული მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას - "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე." რეფერენდუმის შედეგები სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა.

სამხედრო დაპირისპირების შედეგად ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს.

 

 

დღის ამბები