იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერებისთვის საორიენტაციო კურსი დაიწყო - აღნიშნული პროექტი დაბალი რისკის პრობაციონერებს უქმნის შესაძლებლობას, გაიარონ საორიენტაციო კურსი, შემდგომ კი შესაბამისი ანაზღაურების მიღებით, პრობაციის ოფიცრებთან ერთად თავადვე გაუძღვნენ მსგავსს სწავლებას.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კურსი მოიცავს ისეთ თემატურ მიმართულებებს, როგორიცაა: ფსიქო-სოციალური უნარების განვითარება, წიგნიერების და დასაქმების ხელშეწყობა, სამართლებრივი საკითხები და ქალები მართლმსაჯულების სისტემაში.