25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
განიხილება თუ არა ნიკა გვარამია ოპოზიციური კოალიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად - ოპოზიციის ნაწილი ინფორმაციას არასერიოზულად აღიქვამს, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი გვარამიას შანსებზე არ საუბრობენ

ოპოზიციის ნაწილი ნიკა გვარამიას პრემიერ მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას არასერიოზულად აღიქვამს. გვარამიასთან თანამშრომლობას და მასთან კავშირს დღეს წითელი ხაზის გადაკვეთაც კი უწოდეს. 2 ნიკას შორის ზოგიერთისთვის უფრო მისაღები მელია აღმოჩნდა. თუმცა საბოლოოდ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა, რომ მათთვის პრიორიტეტული არცერთი არაა.

ოპოზიციურ კოალიციაში პრემიერობის კანდიდატად ნიკა გვარამიას დასახელება ნაადრევია მისი ყოფილი თანამოაზრეებისთვისაც. დღეს ”ნაციონალურ მოძრაობაში” აღარც გვარამიას კომპეტენციაზე და აღარც მის შანსებზე სურთ საუბარი.

გვარამიას საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. მისი თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს შეთანხმებულად იღებენ და შესაძლოა პარტიის ლიდერი კანდიდატად არ დაასახელონ.

გვარამიას პოლიტიკურ ამბიციას მმართველ პარტიაში სკეპტიკურად უყურებენ. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია, რომ გვარამია მელიას წარსულის გათვალისწინებით ეს ერთობა საარჩევნო ბარიერსაც ვერ გადალახავს.

არსებული რეალობის გათვალისწინებით ჯერ-ჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა გვარამია ოპოზიციური პარტიების დარწმუნებას და საკუთარი პოლიტიკური მიზნების სისრულეში მოყვანას.

დღის ამბები