25 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. ჯერჯერობით, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ იმაზე, თუ ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს.

ცნობისთვის, თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მხეიძემ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე, თამარ ბარკალაია თებერვალში შეცვალა, ილია ღუდუშაური კი მინისტრის მოადგილედ 2022 წელს დაინიშნა

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარადგინა.

 

დღის ამბები