"მშვიდობისთვის პირველ პირობას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან აგრესიის დასრულება" - ასეთია ვატიკანის განმარტება რომის პაპის რეზონანსული განცხადების შემდეგ.
როგორც ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პარო-ლინიმ აღნიშნა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯი აგრესორმა ქვეყანამ უნდა გადადგას.
პაროლინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, პაპმა რატომ მიმართა მხოლოდ ერთ მხარეს, უკრაინას, რომელიც თავად გახდა თავდასხმის მსხვერპლი.
"ამ თვალსაზრისით, აშკარაა, რომ ასეთი პირობების შექმნა დამოკიდებულია არა მხოლოდ ერთ მხარეზე, არამედ ორივეზე და, ჩემი აზრით, პირველი პირობა აგრესიის შეწყვეტაა“, – განაცხადა პაროლინიმ.
მისი თქმით, რომის პაპი ინტერვიუში მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობაზე საუბრობდა და ეს არ ნიშნავს მოწოდებას კაპიტულაციისკენ.