25 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
"რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან" - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რომის პაპის განცხადებაზე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პაპმა რუსეთის პრეზიდენტს უნდა მოუწოდოს უკრაინიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით.

„რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გამოიყვანოს თავისი სამხედროები უკრაინიდან“, – წერს რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ პუტინი უკრაინიდან ჯარებს გამოიყვანს, მაშინ მშვიდობა მოლაპარაკებების საჭიროების გარეშე დადგება.

ცნობისთვის, რომის პაპმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა.

დღის ამბები