25 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის ფაქტის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა

თემქაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული მშენებლობის პროცესში - ინსპექცია შესაბამის დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს.მოკვლევა დაწყებულია, კომპანიიდან უკვე გამოთხოვილია დოკუმენტაციაც.

თემქაზე მშენებარე კორპუსის მე-10 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები