კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მალთაყვაში ნიჩბოსნობისა და კანოეს ბაზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
ბაზა, რომლის მშენებლობაც, სპორტის სამინისტროს ინიციატივით 2023 წელს დაიწყო, სავარჯიშო, საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს მოიცავს.
პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს. სამუშაოები კი 2024 წელს დასრულდება. მიმდინარე სამუშაოები, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ნიჩბოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.