25 ნოემბერი 2024,   14:23
ვრცლად
ვიზრუნებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა თაობა - გიორგი ამილახვარი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საზოგადოებას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა წარუდგინა.

გიორგი ამილახვარმა, ახალგაზრდების მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში მათი როლის გაძლიერების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

"ახალი ინიციატივების განხორციელებით, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ საქართველოს ჰყავდეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, პატრიოტული, ზოგადსაკაცობრიო, ზნეობრივი და მორალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა თაობა, რომელიც თანამედროვე სამყაროში არსებულ კონკურენტულ გარემოში შეძლებს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას. ჩვენი მიზანია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

მრავალფეროვანი, საინტერესო პროექტების განხორციელებით მოვიცავთ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას და, პარალელურად, შევთავაზებთ ახალგაზრდებს პირად ინტერესებზე მორგებულ თემატურ ღონისძიებებს შემეცნებით, საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, შემოქმედებით აქტივობებს, რაც მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ, ახალგაზრდების დასაქმების გაუმჯობესების მიზნით ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დღის ამბები