თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილი ერთადერთი პირი, ამ დრომდე კლინიკაში რჩება - მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უბედური შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ჩანჩქერზე მყოფი ახალგაზრდები ფოტოებს იღებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი დინებამ გაიტაცა.
სამაშველო სამსახური ნაპირზე დარჩენილმა ერთადერთმა პირმა გამოიძახა. მაშველებმა მდინარიდან ცოცხლად მხოლოდ 1 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, 4 კი გარდაიცვალა. მათ შორის 3 არასრულწლოვანი ერთი კი მამაკაცია.
ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.