დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა. "როიტერის" ცნობით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა მარტივად მოიპოვა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში. ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ.
""თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დავიწყებთ"", – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს "ამაყი პოლიტიკური დისიდენტი" უწოდა.
"მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც ყოფილი, და იმედია, მომავალი პრეზიდენტი, არამედ როგორც ამაყი პოლიტიკური დისიდენტი და თაღლითური რეჟიმის საჯარო მტერი. რაღაც მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ ჯოჯოხეთში, რადგან ჯო ბაიდენი საფრთხე დემოკრატიისთვის," - აცხადებს ტრამპი.