3 წლის თაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც თაიას ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, უკვე 9 თვეა, ბავშვი კომაშია - მას ტვინის ჰოპოქსიური დაზიანება აქვს და თურქეთის კლინიკაში მკურნალობს.
"თაიას ფიზიკური და ნევროლოგიური მდგომარეობა, ბოლო თვეებია, გაუმჯობესებულია, ექიმებს აქვთ მოლოდინი, რომ ის მალე კომიდან გამოსვლას შეძლებს, თუმცა, დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შესაძლოა კლინიკამ ბავშვის გადაყვანა სხვა საავადმყოფოში მოითხოვოს, რაც თაიას ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ოჯახს ფინანსური რესურსი ამოეწურა, რის გამოც საზოგადოებას თანადგომას სთხოვს", - წერენ ბავშვის ახლობლები.
დახმარების მსურველებს შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი
#GE22BG0000000541696720
მიმღები: მაია გოგოლაშვილი
თიბისი ბანკი
#GE27TB7466145064300014
მიმღები: ნინო ოღიაშვილი
0901000917 ზარის ღირებულება 1 ლარია.