25 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
2024 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8% შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და დამამუშავებელი მრეწველობა.

დღის ამბები