ნახევარი მილიონის ღირებულების ოქროს შემოტანის მცდელობა სარფის საბაჟოზე - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები. ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები.