25 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
გომისმთამდე მისასვლელი გზის 21-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

გომისმთამდე მისასვლელი გზის 21-კილომეტრიან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ეს მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მთაგორიან, დაუსახლებელ რელიეფზე გადის.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია - გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნებისა და მოსაცდელი პავილიონების მოწყობა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ღირებულება 18 800 000 ლარია.

დღის ამბები