25 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
ოკუპირებული დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტს დაცვა სთხოვეს - მათი განცხადებით, მოლდოვის მთავრობა მათ ემუქრება და ზეწოლის პირობებში არიან

ოკუპირებული დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტს დაცვა სთხოვეს - მათი განცხადებით, მოლდოვის მთავრობა მათ ემუქრება და ზეწოლის პირობებში არიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის მცხოვრებლების, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების დაცვა რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ისინი მათ დახმარების საკითხის განხილვას დაჰპირდნენ.

დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატების პროპაგანდისტული სხდომის შემდეგ, ესკალაციას არ ელოდებიან მოლდოვაში. მოლდოვის მთავრობის პრესსპიკერი ამბობს, რომ ეს ღონისძიება კრემლისა და მათ მიერაა დაგეგმილი, ვინც დნესტრის მარცხენა მხარეს იმყოფება.

"დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავთ. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ვიმეორებთ, რომ ამ რეგიონს ასევე სურს მშვიდობა და უსაფრთხოება," - განაცხადა დანიელ ვოდემ.

საკითხს ვაშინგტონშიც გამოეხმაურნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან.

დღის ამბები