ბაიდენი ჯანმრთელია - თეთრმა სახლმა პრეზიდენტის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ჯანმრთელია და უპრობლემოდ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს.
81 წლის ჯო ბაიდენს გამოკვლევები მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში ჩაუტარეს.
შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი, დიდი ალბათობით, 5 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.