ოჰაიოსა და მიჩიგანის შტატებს ძლიერმა ტორნადომ გადაუარა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
სტიქიამ დაანგრია სახლები და მოგლიჯა ხეები. დაზიანდა სამრეწველო შენობების კომპლექსიც.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.