25 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბულგარეთის ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ და ვესელინ ვალკანოვმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით. განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა და, ამ პროცესში, რეგიონული თანამშრომლობის აუცილებლობა.

დღის ამბები