25 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
Euronews-მა საქართველოს რუკასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა გაასწორა და ფოტოც შეცვალა

Euronews-მა საქართველოს რუკასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა გაასწორა და ფოტო შეცვალა. შეგახსენებთ, რომ მანამდე Euronews-მა საქართველოს რუკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე გამოაქვეყნა. მასალა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების შესახებ მომზადდა.

საერთაშორისო მედიაში დაშვებული შეცდომის გამოსწორებისკენ ევრონიუსს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. საკითხზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც. 

"კურიერი" ევროკავშირის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ "ევრონიუსი" კერძო კომპანიაა, თუმცა წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

დღის ამბები