მიჩიგანში საპრეზიდენტო პრაიმერი დასრულებულია - მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცესი, თუმცა, მედიის ცნობით, სავარაუდო გამარჯვებულის ვინაობა უკვე ნათელია.
CNN-ის მონაცემებით, მიჩიგანში დემოკრატების პრაიმერში ჯო ბაიდენი, ხოლო შტატის რესპუბლიკელების პრაიმერში დონალდ ტრამპი იმარჯვებს. მიჩიგანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატია საარჩევნო პროცესში.
2016 წელს შტატის პრაიმერში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, რაც მედიის ცნობით, მას პრეზიდენტობაში დაეხმარა.