25 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის − ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკა განიხილა.

დღის ამბები