ვარშავის ცენტრში ათასობით ფერმერი შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ქუჩაში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა, რომელიც პოლიციამ ჩააქრო. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან აგრარული პროდუქციის იმპორტი შეიზღუდოს, გაუქმდეს ე.წ. მწვანე შეთანხმებით დაწესებული გარემოსდაცვითი რეგულაციები და ფერმერებისთვის სახელმწიფომ მეტი სუბსიდია გამოყოს.
დემონსტრაციის გამო, პოლონეთის დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია.
პოლონეთის გარდა, ფერმერების აქციები ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპის არაერთ ქვეყანაში გაიმართა.