25 ნოემბერი 2024,   19:03
ვრცლად
პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში ჩათამ ჰაუსის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი უნებართვო ვიზიტებს განაგრძობს. პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ლონდონში ჩათამ ჰაუსის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.

განიხილება დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივები, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობა, უკრაინაში ომის გავლენა საქართველოზე და მომავალი საპარლამენტო არჩევნები.

დღის ამბები