"რეგიონული ბრენდირების გაფართოება რაჭასა და გურიაში" - ქუთაისში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრაზე რეგიონული პროდუქციის ბრენდინგსა და ამ მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებზე იმსჯელეს. საერთაშორისო პროექტის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს იმერეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის გუბერნატორებმა და სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის ელჩებმა.