25 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ისინი ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე და რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი, ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართულები. ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პირი, საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, აეროპორტის გავლით შემოვიდა. სამართალდამცველებმა, სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები