პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. შეხვედრას ზელენსკი ონლაინ ესწრებოდა.
მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ სანქციებზე იმ სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც, ეხმარებოდნენ რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.
"რუსეთს არ შეუძლია და ვერ უნდა მოიგოს ომი უკრაინაში. ჩვენ აქ ვიმყოფებით ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის. როცა ვსაუბრობთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ყველა ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ არ გვსურს ომში შესვლა რუსი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია მიმდინარე ესკალაცია კონტროლირებადი იყოს.
გადაწყდა, რომ შეიქმნას კოალიცია უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის", - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.