უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს.
უნგრეთი 31 წევრს შორის ბოლო იყო, რომელმაც სკანდინავიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
მანამდე, პარლამენტში სიტყვით გამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კანონმდებლებს მოუწოდა, დაემტკიცებინათ კანონპროექტი. ვიქტორ ორბანის თქმით, შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება უნგრეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს.