ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფლების, დუმაცხოვისა და ქინძათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია 2 კმ-ამდე გზის მოწყობა და რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.