გურიაში 2 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. სოფელ ზემო ერკეთის ცენტრში სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო; გაკეთდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები.
ქვემო ერკეთში კი, გზის 830-მეტრიან მონაკვეთზე, ასფალტის საფარი დაიგო. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 300 000 ლარს აჭარბებს.
დასრულებული სამუშაოები ჩოხატაურის მერმა მოინახულა.