რიგით მე-4 "საქმიანი ეზო" გურიაში - საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის შემადგენელი პროექტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენობანში მოეწყო.
ორგანიზებული ტყით სარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით მოსახლეობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს აღებული. უწყების ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში 54 "საქმიანი ეზო" მოქმედებს, წლის ბოლომდე ეს რიცხვი 16-ით გაიზრდება.
პროექტი გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ხორციელდება.