25 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
საპენსიო სესხები - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ნათია თურნავა პოლიტიკური ჯგუფის, მოქალაქეების ინიციატივით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა.

მთავარი თემა საპენსიო სესხები იყო. დარბაზში ინიციატორებმა კითხვები დასვეს. ოპოზიციონერ დეპუტატებს აინტერესებდათ, აქვს თუ არა ინფორმაცია ეროვნულ ბანკს, რა სახის საბანკო პროდუქტებს სთავაზობს "ლიბერთი ბანკი" პენსიონრებს, აქვს თუ არა ეროვნულ ბანკს შემუშავებული რეკომენდაციები სესხების ვადის შეუსაბამო გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე შეუძლია თუ არა პენსიონერს დაუბრუნდეს სესხის ძველ ჩარჩოს და რამდენად სწორად ხდება ინფორმირება სესხის გაცემის დროს.

ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო სესხების საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. 

"ეს არის საკმაოდ საყურადღებო საკითხი, ძალიან რთულია არა მარტო პენსიონერებისთვის, ნებისმიერი კლიენტისთვის, მარტივად გაავლოს ზღვარი სად მთავრდება ჩვეულებრივი რეგულარული სესხი, სად მთავრდება მისი შემოსავალი და სად იწყება ოვერდრაფტის ათვისება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არა ერთი რეგულაცია გვაქვს ამ კუთხით გამოცემული ფინანსური ორგანიზაციების მიერ. მათ შორის კომერციული ბანკების მიერ, ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევაში მომხმარებლების, მათ შორის პენსიონერებს უჭირთ ე.წ. ოვერდრაფტთან დაკავშირებული ინფორმაციის გაანალიზება. ამოქმედდა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს ფინანსური ორგანიზაციების გარკვეულ ვალდებულებებს პირდაპირ და უშუალოდ ე.წ. ოვერდრაფტებთან მიმართებით, მომხმარებლის ინფორმირების კუთხით. კერძოდ, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, მომხმარებლებს ბანკომატზე საკუთარი სახსრებისა და ე.წ. ოვერდრაფტის ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამიჯნულად მიღების შესაძლებლობა აქვთ," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები