ქუვეითის ავიაკომპანია "ჯაზირა ეარვეისი" ფრენებს ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის, 2024 წლის 14 ივნისიდან, კვირაში 7-ჯერ შეასრულებს.
საქართველოს ავიაბაზარზე, 2024 წელს კიდევ ორი ახალი ავიაკომპანია - ავსტრიის ავიახაზები და ნიდერლანდური "ტრანსავია" დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას.
ამ ეტაპზე, "ჯაზირა ეარვეისი" რეგულარულ რეისებს, ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.