"ჯაზირა ეარვეისი" საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს. ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით ოპერირებას ზაფხულიდან დაიწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში შვიდჯერ შესრულდება.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ნებართვა ავიაკომპანიას სააგენტომ 20 თებერვალს მიანიჭა. ამ ეტაპისთვის, "ჯაზირა ეარვეისი" რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი - თბილისი - ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ასრულებს.