25 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
ანალენა ბერბოკი სერგეი ლავროვს: თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი

"თუ აფასებთ ადამიანთა სიცოცხლეს, თუ აფასებთ საკუთარ ხალხს, რუს ბავშვებსა და ახალგაზრდებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ეს ომი," - ასე მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს რიო-დე-ჟანეიროში, "დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

ბერბოკის თქმით, თუ რუსეთი შეაჩერებს ამ ომს ახლა, ხვალ მშვიდობისა და სამართლიანობისკენ მიმავალი გზა ფართოდ გაიხსნება.

„ეს ომი მოგვიწოდებს ყველას, მტკიცედ დავიცვათ ძირითადი პრინციპები, რომლებიც ყველას გვიცავს: გაერო-ს წესდება, საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები. ვინაიდან ეს პრინციპები იცავს ყველა ერს. რუსული აგრესია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რეგიონული კონფლიქტი“, - აღნიშნა ბერბოკმა.

დღის ამბები