25 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მესტიაში "გემო ფესტი" ჩატარდება

სვანეთში, მესტიაში, უკვე მეორედ, "გემო ფესტი" გაიმართება. გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ღონისძიების ფარგლებში, 24-25 თებერვალს, სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები მოეწყობა.

"გემო ფესტის" სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში, გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა "გემო ფესტში" მონაწილეებს, კერძების არჩევისას და მომზადებისას, რეკომენდაციები გაუწიეს.

"გემო ფესტის" მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდა.

დღის ამბები