ქვემო ქართლში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 4 400 000 ლარია, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობა მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერა.