25 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
"ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ" - სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ამისკენ რუსეთსაც მოუწოდა. ჩრდილო - ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

"ათასობით უკრაინელი ლტოლვილი აფარებს თავს საქართველოს. დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, რაც საქართველოსთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანი რისკია თავისთავად ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს, უკრაინაში აწარმოებს აგრესიულ ქმედებებს და ჩვენ მოვუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის.

დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი NATO-სა და საქართველოს პარტნიორობაზე - როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე, ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და მოვუწოდებთ, რომ უფრო დიდი ტემპით განახორციელოს რეფორმები. ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ,"-განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღის ამბები