25 ნოემბერი 2024,   18:44
ვრცლად
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით - ასოცირების საბჭო

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება, - ამის შესახებ ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტშია ნათქვამი.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილებამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა.

„2024 წლის 20 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა.

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის ევროკომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული ცხრა ნაბიჯი განხორციელდება. ამ გადაწყვეტილებამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ახალ სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. ევროკავშირმა მხედველობაში მიიღო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების სამოქმედო გეგმა და წაახალისა საქართველო, შემდგომი პროგრესი განახორციელოს რეფორმების მიმართულებით. საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესრულების მნიშვნელობას არსებითი და შეუქცევადი რეფორმების განხორციელების გზით, რომლებიც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით იქნება მომზადებული და გატარებული. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დამოკიდებული იქნება მის დამსახურებაზე გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულების კუთხით.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების კუთხით, ხაზი გაუსვა რა ასოცირების შეთანხმების პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და 2021-2027 წწ. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ეფექტიან განხორციელებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი კომპონენტის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ეფექტიანი განხორციელება, რომელიც რეგულაციებთან დაახლოების ფართო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ აუცილებელ რეფორმებს მოიცავს, ხელშემწყობ პირობებს ქმნის ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისთვის, რასაც შედეგად ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს შემდგომი ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია მოჰყვება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დღის ამბები