ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც, გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად, იყენებდა სოიოს დანამატს.
სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად იქნა ამოღებული ფალსიფიცირებული პროდუქცია", - აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
აღნიშნული დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.