25 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გრძელდება. დღეს დილიდან ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან პირისპირ მოლაპარაკებებს გამართავს, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში გადაინაცვლებს - შედგება შეხვედრა ალიანსის გენმდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

დღესვე, საქართველოს პრემიერის ხელმძღვანელობით, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.

გუშინ ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში, შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ასევე - ჟოზეფ ბორელსა და სხვა ევროკომისრებს, დაესწრო ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების მე-8 სხდომას.

დღის ამბები