25 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა საათზე მეტია მიმდინარეობს - ქართულ დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს

უკვე ერთ საათზე მეტია, ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა მიმდინარეობს. ქართულ დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში სხდომას პირველად ესწრება.

მანამდე პრემიერმა პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან. განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაა.

შეხვედრა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან მეათე წელს ემთხვევა და მას ქვეყანა ახალი სტატუსით ესწრება.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადებები გაკეთდება.

დღის ამბები