25 ნოემბერი 2024,   19:02
ვრცლად
უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს - პიტერ სიიარტო

უნგრეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს არ დაბლოკავს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. კომენტარი პიტერ სიიარტომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გააკეთა.

როგორც უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ელემენტი, რომელიც "აზიანებს უნგრეთის ინტერესებს“, ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი არ იქნება მისი დამტკიცების წინააღმდეგი.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციების წინა პაკეტებმა ევროკავშირის ეკონომიკას მხოლოდ ზიანი მიაყენა.

დღის ამბები