25 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წევრები რუსთავში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ირაკლი შატაკიშვილი და ისკო დასენი რუსთავში, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში. კომიტეტის თავმჯდომარემ, შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტები და მოისმინა მათგან საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინების მიზნით.

ქალაქ რუსთავის მერმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობებზე და ინიციატივებზე ისაუბრეს.

შეხვედრა გაიმართა მონაწილე პარლამენტის წევრების, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის მხარდაჭერით.

დღის ამბები