"ბარსელონასთან" შეხვედრამდე ორი დღით ადრე, "ნაპოლიმ" ვალტერ მაძარი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. იტალიელს ნეაპოლიტანურ კლუბში 55 წლის ფრანჩესკო კალცონა შეცვლის. ინფორმაცია ჟურნალისტებს "ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაუდასტურა.
იტალიელი სპეციალისტი, "ნაპოლიში" დანიშვნამდე, სლოვაკეთის ნაკრებში ტექნიკური კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა, წარსულში კი რამდენიმე იტალიური გუნდის მწვრთნელი იყო.
ვალტერ მაცარი "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელად 2023 წლის ნოემბერში, რუდი გარსიას ნაცვლად დაინიშნა, ფრანჩესკო კალცონა კი მიმდინარე სეზონში "პარტენოპეისთვის" მესამე მწვრთნელი იქნება.