რუსეთის ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ცხედარს ოჯახს ორი კვირის განმავლობაში არ გადასცემენ, - ამის შესახებ BBC ნავალნის დედაზე დაყრდნობით წერს.
როგორც ოპოზიციონერის მშობელს განუცხადეს, აღნიშნული დრო სახელმწიფოს "ქიმიური ანალიზისთვის" სჭირდება.
ნავალნის მეუღლის თქმით, მთავრობა გეგმავს, ოჯახს ცხედარი იქამდე არ გადასცეს, ვიდრე მისგან ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკის" კვალი არ გაქრება.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო.