ეროვნული კინოცენტრის დელეგაცია ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა შეხვედრა გამართეს ონლაინპორტალ "სინ ეუროპის" დირექტორთან, ვალერიო კარუზოსთან.
განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის და ონლაინ პორტალის მეშვეობით, ქართული ფილმებისა და პროექტების პოპულარიზაციის საკითხები.
დელეგაციის წევრები, ასევე, შეხვდნენ ევროპის აუდიოვიზუალურ მეწარმეთა ორგანიზაცია "ივის" წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობას.