პოლიციის 2 ოფიცერი და სასწრაფო დახმარების ერთი ექიმი დაიღუპა აშშ-ში სროლის შედეგად. შემთხვევა მინესოტას შტატში, ქალაქ ბერნსვილში მოხდა. ჯგუფი მისამართზე 911-ში ოჯახური ძალადობის შესახებ შესული ზარის გამო მივიდა.
შეიარაღებული მამაკაცი საკუთარ სახლში, სადაც შვიდი ბავშვი იმყოფებოდა,
შესვლის უფლებას არავის აძლევდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. დაღუპულების გარდა დაიჭრა ერთი პოლიციელიც.
ოფიციალური ინფორმაციით, დამნაშავე განეიტრალებულია - დეტალები არ ხმაურდება. სახლში მყოფი ოჯახის არცერთი წევრი არ დაშავებულა.