თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ეჭვმიტანილები დაკავებული არიან. "კურიერის" ინფორმაციით, აყვანილია 2 პირი.
25 წლამდე ასაკის მამაკაცი, გუშინ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოკლეს. მას გულმკერდის არეში 7 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
მძიმედ დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.